საფუარი Lalvin ICV D-80  

აღწერა

მწარმოებელი: Lallemand

არტიკული N :

Saccharomyces Cerevisiae აქტიური მშრალი საფუარი, შერჩეულია 150 კულტურიდან, რონას ხეობაში (საფრანგეთი). საფუარი წარმოქმნის წითელი ხილის ტონებს, განაპირობებს ღვინის სხეულს და ქმნის მდიდარ სტრუქტურას.

საფუარი აქტიურია მაღალშაქრიანი, მცირე აზოტისა და  ჭარბი ფენოლების შემცველობის მქონე წვენის დუღილის შემთხვევაში. Lalvin ICV-D80 ით დაუღებული ღვინო გამოირჩევა რბილი ტანინებით, ახასიათებს მწიფე ხილის, კვამლისა და ძირტკბილას გემოვნური დაბოლოება.

საფუარი წარმოქმნის დიდი რაოდენობით ცხიმოვან მჟავებს და კონცენტრირებულ არომატებს, რაც ახასიატებს Shiraz ჯიშის ყურძენს. ასევე ხელს უწყობს ნეიტრალური არომატის მქონე ყურძნებს წარმოაჩინონ თავიანთი “ინდივიდუალურობა”. ხელსაყრელია კასრში დასაძველებელი წითელი ღვინოების ფერის სტაბილიზაციისათვის.

საუკეთესო შედეგები მიღებულია  Lalvin ICV-D80 და ICV-D254 -ით დადუღებული ღვინოების კუპაჟებით, შედეგად ღვინო ხასიათდება განსაკუთრებული კომპლექსურობით.

დოზირება: 25 – 40 გ/ჰლ

შეფუთვა: 20 x 500 გ

Lallemand ტექნიკური ცხრილი