ლიმონმჟავა
აღწერა
მწარმოებელი: IOC
ლიმონმჟავის მონოჰიდრატი, 99 % სისუფთავის
გამოიყენება მჟავიანობის გემოვნური კორექტირებისთვის, აქვს ძლიერი, გამოკვეთილი მჟავე გემო.
რეკომენდირებულია დამატებული იქნას ღვინოზე უშუალოდ ჩამოსხმის წინ, როცა ღვინის მჟავის დამატება უკვე გვიანია და შეიცავს ღვინის ქვის ბოთლში გამოლექვის რისკებს.
რკინის კასის საშიშროების შემთხვევაში ემატება ღვინოს პრევენციული მიზნებისთვის (რეაგირებს რკინასთან და ტოვებს მას ხსნად მდგომარეობაში).
ლიმონმჟავის მაქსიმალური შემცველობა ღვინოში: 1 გ/ლ
ლიმონმჟავის ხსნარი (1 – 5 %) გამოიყენება ღვინის ჭურჭლისა და ინვენტარის სარეცხი- სადეზინფექციო- გამანეიტრალებელი მიზნებისთვის.
შეფუთვა: 25 კგ