ჩვენ შესახებ

კომპანია “შვიდი ვაინი” ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს სთავაზობს წარმოებისთვის საჭირო სხვადასხვა დამხმარე მასალას, საწარმოო ინვენტარსა და დანადგარებს. ასევე, კომპანია მომხმარებელს უზრუნველყოფს კვალიფიციური მომსახურების პაკეტებითა და ტექნოლოგიური კონსულტაციით. “შვიდი ვაინი” არის კომპანია “შვიდის” ქვებრენდი, რომელიც უკვე 25 წელია არსებობს საქართველოს ბაზარზე საკვები ინგრედიენტების ბიზნესში. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინგრედიენტების იმპორტი მალევე გახდა ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.


2001 წელს ღვინის დამხმარე მასალების კუთხით ჩვენმა კომპანიამ პარტნიორობა დაიწყო ფრანგულ ბრენდთან – IOC (შამპანის ენოლოგია), რომელიც დღემდე ამარაგებს საქართველოში არსებულ ღვინის საწარმოებსა და მარნებს საჭირო მასალებითა და ინვენტარით. “შვიდ ვაინს” არაერთხელ აქვს ჩატარებული სემინარები და მასტერკლასები ფრანგ სპეციალისტებთან ერთად, შესაბამისი პროდუქციის ტექნოლოგიური სქემების განხრით.


2007 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა ჩეხური კომპანია Hobra Skolnik, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ფილტრებს, დამხმარე აგენტებსა და ფილტრაციის დანადგარებს.

2008 წელს დავიწყეთ მუხის კასრების, ბურბუშელების ტკეჩების იმპორტი. ამ მიმართულებით ვპარტნიორობთ ფრანგულ კომპანიებთან – Tonnelerie de Jarnac და RTM Agro.


2011 წელს პარტნიორობას ვიწყებთ ფრანგულ კომპანიასთან – Lallemand, რომელიც არის მიკრობიოლოგიური დამხმარე მასალების (საფუვრები, ენზიმები, ბაქტერიები) ლიდერი მსოფლიო ბაზარზე. Lallemand-ის პროდუქციამ მალევე მოიკიდა ფეხი საქართველოში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ღვინის ხარისხის განვითარებაში.


2012 წლიდან მუშაობას ვიწყებთ ღვინის საწარმოო დანადგარებზე, როგორც ინდუსტრიული, ისე სამოყვარულო მეღვინეობის მიმართულებით. ჩვენი პარტნიორები ხდებიან იტალიური კომპანიები: Fratelli Marchisio, Ferrari Group, Spagni და სხვა.

ამავე წელს, კომპანია ერთვება სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში ღვინის მარნის ტექნიკური პროექტირებისა და კომპლექტაცია-ინსტალაციის განხრით.

2014 წლიდან ვთამანშრომლობთ იტალიურ ფირმასთან -Valvoinox (ონკანები, გადამყვანები, სადებები), რომელიც ავსებს კომპანიის ასორტიმენტს აუცილებელი საწარმოო წვრილმანებით. ამ წლების განმავლობაში ჩვენი კომპანია, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, აწყობს ღვინის ტექნიკურ საწარმოო ტურებს ევროპის ქვეყნებში (იტალია, საფრანგეთი, ჩეხეთი), რომელშიც მონაწილეობენ ქართველი მღვინე-სპეციალისტები და დარგის ექსპერტები. ასევე, აქტიურად ვმონაწილეობთ გამოფენებში, სადაც წარმოვაჩენთ პარნიორი კომპანიების პროდუქტებსა და სხვადასხვა სერვისს.

2015 წლიდან უკვე ოფიციალურად, “შვიდის” მეღვინეობის ბაზაზე, ვქმნით დამოუკიდებელ ქვებრენდს “შვიდი ვაინი”.

2016 წლიდან კომპანია განიცდის რეოგანიზაციას და ახლებური მიდგომებით განაგრძობს ოპერეირებას ქართული მეღვინეობის დარგში. მეტი ყურადღება ეთმობა ასორტიმენტის გაფართოებას, ამ მიზნით ჩვენი პარტნიორების სიას ახალი კომპანიები ემატებიან.

2016 – 2017 წლებში თანამშრომლობას ვიწყებთ იტალიურ კომპანიებთან IPL, Rover, Prospero International, Stellin და ჩვენს პროდუქციას ვამდიდრებთ ეტიკირების დანადგარებით, ენოლოგიური მილებით, ტუმბოები/ფილტრებითა და სხვა ინვენტარით.

2018 წელს გვიერთდებიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: CMA (იტალია, ყურძნის მიღება-გადამუშავების დანადგარები), Antonio Almeida (პორტუგალია, ღვინის საცობები), Caropack (იტალია, ღვინის სასაწყობე კონტეინერები).

2019 წელს აქტიურად ვიწყებთ თანამშრომლობას ბულგარეთისა და უკრაინულ კომპანიებთან: TMINOX (საღვინე ჭურჭელი) და Alambik (არყის სახდელები).

2020 წლიდან პარტნიორობას ვიწყებთ ყურძნისა და ხილის ყუთების, პლასტმასის ჭურჭლის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან იტალიურ კომპანიასთან ICS; გარდა საერთაშორისო პარტნიორებისა, “შვიდი ვაინი” თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ კომპანიასთან, რომლებიც ცდილობენ აწარმოონ მსგავსი პროდუქცია საქართველოში. ქართული წარმოების ხელშეწყობა მეღვინეობის ინვენტარის მიმართულებით, წარმოადგენს კომპანიის ერთ-ერთ პრიორიტეტს.

2021 წლიდან ფუნქციონირებს “შვიდი ვაინის” ქუთაისის ფილიალი (9 აპრილის ქ. 3), რომელიც დასავლეთ საქართველოს ღვინის მწარმოებლებს საჭირო მასალებით ამარაგებს და ეხმარება ტექნოლოგიური კონსულტაციით.

2022 წლის ზაფხულიდან კომპანიის ცენტრალურმა ოფისმა შეიცვალა ადგილმდებარეობა: თბილისი, წყალსადენის ქ. 20. განახლებული და ბევრად მასშტაბური შოურუმი ხსნის ახალ შესაძლებლობებს და აძლიერებს ჩვენი გუნდის მოტივაციას.

კომპანია „შვიდი ვაინი“ ყოველთვის იყო ქართული მეღვინეობის ავანგარდში. კომპანია, ამ სპეციფიკურ სეგმენტში, არის ლიდერი პროდუქციის დივერსიფიცირებისა და მრავალფეროვნების კუთხით.