“შვიდი ვაინი” ოქროს ბრენდის გამარჯვებულია
“შვიდმა ვაინმა” 2020 წლის ბიზნეს დაჯილდოებაზე გაიმარჯვა ნომინაციაში: ღვინის საწარმოო ინვენტარი და აქსესუარები, და გახდა ოქროს ბრენდის ტიტულის მფლობელი.
ოქროს ბრენდის დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს სხვადასხვა სფეროში არსებული ბრენდების საქმიანობის შეფასებას.
“შვიდი ვაინის” გუნდისთვის ეს ჯილდო არის დაუღალავი შრომისა და გადალახული სირთულეების დამსახურება. მოტივაცია იმისა, რომ ჩვენი საქმის კეთება მომავალშიც ისევე განვაგრძოთ, როგორც აქამდე.
“შვიდი ვაინი” მადლობას უხდის ყველა პარტნიორს, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე. ასევე, მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენი ერთგული მომხმარებლების მიმართ, რომლებიც გვენდობიან და ჩვენთან ერთად ავითარებენ ღვინის კულტურას საქართველოში.