ნახშირის ფილტრები AC სერია
აღწერა
მწარმოებელი: Hobra-Skolnik
არტიკული N: Hobrafilt
Hobrafilt “AC” სერია. სხვადასხვა ზომისა და ფორიანობის მფილტრავი ფირფიტები, დამზადებული მაღალი ხარისხის ცელულოზის, დიატომიტური ფხვნილების, პერლიტის და აქტივირებული ნახშირის (45 %) ნარევისგან.
ფილტრი გამოიყენება კვების მრეწველობაში, როგორც მექანიკური ფილტრაციისათვის, ასევე აქტივირებული ნახშირის ადსორბციის უნარი განაპირობებს გარეშე და უხეში გემონაკრავის, ასევე, ფერის მოცილებას ალკოჰოლურ სასმელებში, განსაკუთრებით არყების წარმოებისას.
AC სერიის ფილტრი ასევე გამოიყენება ქიმიური და ფარმაცევტული დანიშნულებით.