მუხის ბურბუშალა  

Description

მწარმოებელი: IOC

Sweet Fresh  

გამომშრალი (გამოწვის გარეშე) ფრანგული მუხის ბურბუშელები, ზომიერი ხილის ინტენსივობით, ბალანსით, ვრცელი გემოთი. მატებს სიტკბოს შეგრძნებას. მნიშვნელოვნად ამცირებს სიმწარეს და სიმწკლარტეს ძელგ ღვინოებში.

Balance Structure  

გამომშრალი, დაბალი და საშუალო გამოწვის ფრანგული მუხის ბურბუშელების ნარევი. მომატებული მუხის და მწიფე ხილის ტონების შეგრძნება. ვრცელი კომპლექსური მახასიათებლებით. შემცირებული სიმწარე და სიმწკლარტე ძელგ ღვინოებში.

Fruit Soft  

დაბალი და საშუალო გამოწვის ფრანგული მუხის ბურბუშელების ნარევი. ახასიათებს ვანილისა და ტკბილი სუნელების მსუბუქი ტონი. ზომიერად შენარჩუნებულია ღვინოში არსებული ხილის ტონები.

Rich Subtle

საშუალო და ძლიერი (ხანგრძლივი) გამოწვის ფრანგული მუხის ბურბუშელების ნარევი. იძლევა ტკმილი სუნელების ტონს და მწყობრ სტრუქტურას. ასევე, შეიგრძნობა ყავისა და მოხალული ნუშის ტონები გადამწიფებულ (დაბალი PH) წითელ ღვინოებში.

Full Complex 

საშუალო (ხანგრძლივი) და ძლიერი გამოწვის ფრანგული მუხის ბურბუშელების ნარევი. მოხალვის მაღალი ტონებით გადამწიფებული ხილის და კარამელის ტონებით. ახასიათებს ხანგრძლივი, ინტენსიური გემო.

ბურბუშელის ზომები: 10 x 5 x 1 mm, შეფუთვა 2 x 5 კგ პოლიეთილენის ტომრებში. პროდუქტი გამოდგება როგორც ღვინის (თეთრი, კახური ტიპის, წითელი), ასევე, სპირტიანი სასმელებისთვის, შესაბამისი სტილისა და პროფილის მისაღებად.