საფუარი Lalvin ICV D 47
აღწერა
მწარმოებელი: Lallemand
არტიკული N :
Saccharomyces Cerevisiae აქტიური მშრალი საფუარი, განკუთვნილი კასრში ფერმენტირებული შარდონეს და სხვა თეთრი ღვინის წარმოებისათვის.
მის ლექზე დავარგების დროს ღვინოში წარმოიქმნება სანელებლების, ტროპიკული ხილისა და ციტრუსის არომატები. Lalvin ICV D 47 წარმოადგენს პოლისაქარიდების ჭარბად წარმომქმნელს, რომელიც გამოიხატება ხილის ტონებში მნიშვნელოვანი სხეულიანობით.
თეთრი ყურძნის უმეტესი ჯიშების შემთხვევაში ეს საფუარი ამდიდრებს ღვინოებს სტაბილური მწიფე ხილის ან ჯემისმაგვარი არომატებით. ამ არომატების გამო Lalvin ICV D 47-ით ფერმენტირებული ღვინომასალები წარმოადგენს კომპლექსურობის კარგ წყაროს საკუპაჟე ღვინომასალებში.
საფუარი ხელს უწყობს ღვინის ხავერდოვნებას და მის “ვრცელ გემოს”. მიღებულია საუკეთესო შედეგები კასრებში ფერმენტირებული უმაღლესი კლასის შარდონეს წარმოებაში.
დოზირება: 25 – 40 გ/ჰლ
შეფუთვა: 20 x 500 გ