საფუარი Lalvin EC-1118  

Description

მწარმოებელი: Lallemand

არტიკული N :

Saccharomyces bayanus აქტიური მშრალი საფუარი, გომოყვანილია IOC-ს (შამპანის ენოლოგიის ინსტიტუტი) მიერ, დაბალ ტემპერატურაზე დუღილისათვის და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად საფუვრის წმინდა კულტურას.

დუღილის მახასიათებლებით – მცირე ქაფის წარმოქმნა, მცირე მქროლავი მჟავიანობის და გოგირდწყალბადის (H2S) წარმოქმნა, წარმოადგენს საუკეთესო საფუვრის კულტურას კასრებში დუღილისთვის.

EC- 1118 საფუარს აქვს ალკოჰოლური დუღილის ფართო ტემპერატურული დიაპაზონი 10 – 30 º C, იძლევა კომპაქტურ ლექს და წარმოქმნის შედარებით ნეიტრალურ ღვინოებს არომატისა და გემოს თვალსაზრისით. ასევე, გამოირჩევა ტოლერანტობით მაღალი ოსმოსური წნევისა და ალკოჰოლის მიმართ (18 % მდე).

ხელსაყრელია გვიანდელი რთველის დროს და გაჩერებული დუღილის განახლებისათვის.

დოზირება: 25 – 50 გ/ჰლ

შეფუთვა: 20 x 500 გ

Lallemand ტექნიკური ცხრილი