საფუარი Lalvin Rhone 2056  

აღწერა

მწარმოებელი: Lallemand

არტიკული N :

Saccharomyces Cerevisiae აქტიური მშრალი საფუარი, შერჩეული იქნა 1500- ზე მეტი სხვადასხვა კულტურიდან. იგი ხელს უწყობს ისეთი ღვინის წარმოებას, რომელშიც აისახება ტიპიური Côtes du Rhone ის სენსორული მახასიათებლები.

ალკოჰოლისადმი განსაკუთრებული ტოლერანტობით გამორჩეული ეს საფუარი ხელს უწყობს სპეციფიური არომატების გამოვლინებას, როგორიცაა წითელი ხილი, იასამნის და ატმის ტონი, რაც განაპიროპებს ხილის არომატულ კომპლექსურობას სხვადასხვა ყურძნის სახეობაში. 

საფუარი აუმჯობესებს ჯიშობრივ მახასიათებლებს წითელ ღვინოებში, ზრდის პოლიფენოლების ექსტრაქციას და უზრუნველყოფს მათ სტაბილურობას.


ასევე, კარგი შედეგები იქნა მიღებული თეთრი ღვინოების, Sauvignon Blanc and Grenache Blanc- ის შემთხვევაში, რადგან, იძლევა ამ სახეობების ჯიშური არომატების კარგი გამოხატვის საშუალებას.

დოზირება: 25 – 40 გ/ჰლ

შეფუთვა: 20 x 500 გ

Lallemand ტექნიკური ცხრილი